Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

დედის რძე პირველივე დღიდან

თქვენს სახლში გაჩნდა პატარა – ეს მშვენიერი მოვლენაა. თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ დროის უმეტესი ნაწილი  ბავშვს დაუთმოთ. თითქოს და ერთი თავსატეხით ნაკლები უნდა ყოფილიყო – თვით ბუნებამ გაითვალისწინა ის, რომ პატარა უზრუნველყოფილი იქნება კვებით სიცოცხლის პირველ წელს. ამ კვების წყაროა დედა, ბავშვისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი. სამწუხაროდ, ზუსტად ძუძუს კვებასთან არის ხშირად დაკავშირებული პრობლემები. ეს არ არის გასაკვირი. ცხოვრება დიდი ქალაქის რითმში, ცუდი ეკოლოგია და სტრესი – დედის „რძის ქარხანაში“ დარღვევების მიზეზებია. როგორ მოვაწესრიგოთ ძუძუთი კვება? და საერთოდ, რატომ არის აუცილებელი ბავშვის კვება დედის რძით?

მნიშვნელოვანია თქვენ თვითონ რომ კვებოთ ბავშვი!

სპეციალისტები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ დედის რძე არის ყველაზე მსუყე, გემრიელი და სასარგებლო საჭმელი პატარისთვის. ქალის რძე – ეს არა მხოლოდ საკვები ნივთიერებების კრებულია. რძე “აშენებს” ბავშვის იმუნიტეტს სიცოცხლის პირველივე დღიდან.


დედის რძის უპირატესობების მოკლე სია:

· ცილების საუკეთესო ბალანსი;

· შეიცავს იმუნოგლობულინებს პატარის იმუნური სისტემის განვითარებისთვის;

· რძე მდიდარია პოლიარაუჯერი მჟავებით, ლაქტოზით და ფერმენტებით; 

· შეიცავს მიკრონუტრიენტების და აქტიური ვიტამინების ოპტიმალურ რაოდენობას;

· რძის ტემპერატურა იდეალურია ბავშვისთვის;

·  ახდენს ბავშვის საყლაპავის და ნაწლავების განვითარების სტიმულირებას.

· მინიმალურია ალერგიული რეაქციის ალბათობა.

 

ლაქტაცია სასარგებლოა დედისთვისაც. სარძევე ჯირკვლების მუშაობა არის იმ ციკლის ბუნებრივი გაგრძელება, რომელშიც იმყოფება ქალის ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდან. ძუძუთი კვება ახდენს ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას – დედა უფრო სწრაფად აღიდგენს ფიგურას. აგრეთვე, გამომუშავდება მნიშვნელოვანი ჰორმონები, ერთ ერთი მათგანი არის ოქსიტოცინი, იგი არამარტო არეგულირებს რძის გამოყოფას, არამედ ხელს უწყობს საშვილოსნოს დაუბრუნდეს მშობიარობისწინა მდგომარეობას. შემდგომში მეძუძურ დედებში მცირდება რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეების რისკი.


მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტიც- კვება ახდენს დედასა და ბავშვს შორის განსაკუთრებულ ემოციურ სიახლოვეს. 


ამგვარად, დედის რძე არის ბავშვის ჯანმრთელობისა და სწორი განვითარების გარანტი.

 

რძის ნაკლებობა?

ბევრ დედას სურს და მზადაა ძუძუთი კვებოს თავისი პატარა, მაგრამ ზოგჯერ აწყდება პრობლემებს. ყველაზე ხშირია – რძის ნაკლებობა. “დეფიციტის” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ფსიქოლოგიური მომენტია. ტყუილად არ არსებობს გამონათქვამი, რომ დედის რძე @”თავიდან” მოდის. კიდევ ერთი მიზეზი – სამშობიარო სახლში ძუძუსთან  მოგვიანებითი მიყვანა. სწორედ პატარასთან კონტაქტი ასტიმულირებს ლაქტაციის პროცესს დედის ორგანიზმში.


რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ გრძნობთ, რომ რძე არ არის საკმარისი ან მისი რაოდენობა მცირდება? განსაკუთრებით ახალგაზრდა დედებისთვის ეს მდგომარეობა – პანიკის მიზეზია. ამაოდ! არსებობენ საშუალებები, რომლებიც ბუნებრივად აღადგენენ ლაქტაციას. ჩვენი ბებიები იყენებდნენ ტკბილ რძიან ჩაის ლაქტაციის გაუმჯობესებისთვის. გასაკვირია, მაგრამ ლაქტაციის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მართლაც რძეა, მაგრამ არა ძროხის, არამედ ფუტკრის.


ფუტკრის რძის დედოს “სამეფო” შემადგენლობა აქვს. მასში შედის ისეთივე სასარგებლო ნივთიერებები, როგორიცაა ქალის რძეში: ცილები, ცხიმები, ნახშიროწყლები, ვიტამინები (А, С, В1, B2 В3, B5 В6, В12, Е, K, ფოლის მჟავა), მაკრო და მიკროელემენტები (კალციუმი, რკინა, ფოსფორი, თუთია, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი). აგრეთვე ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას, ჰორმონები, რომლებიც პასუხს აგებენ უჯრედების რეგენერაციაზე და შეუცვლელი ამინომჟავები."


როგორ მივიტანოთ ეს განძი დედის ორგანიზმამდე? ნატურალური პრეპარატი “აპილაკი გრინდექსი” შეიცავს 10 მგ სუფთა ფუტკრის  რძის დედოს. მიღების მეთოდი – 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში, ენის ქვეშ ტაბლეტის სრულ გაწოვამდე. რეკომენდებული კურსი – 10-14 დღე. პრეპარატის ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.


ფუტკრის რძე აღადგენს სწორ და სრულფასოვან ლაქტაციას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ დამატებითი პროცედურებიც.


ყველაზეპოპულარულიზომებია:


§  სტიმულაცია – ძუძუსთან ხშირი მიყვანა;


§ ცხელი შხაპი და სარძევე ჯირკვლების მასაჟი;


§ დღის რეჟიმის და კვების ნორმალიზება;


§ სასმელი რეჟიმის დაცვა-  1,5 – 2 ლიტრი წყალი დღეში;


ლაქტაციის ნორმალიზებას ხელს უწყობს ოჯახში მშვიდი გარემოც. “აპილაკი გრინდექსი” არამარტო ზრდის რძის რაოდენობას, არამედ დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მშობიარობისშემდგომ დეპრესიას – სწორედ იგი ხშირად ძაბავს ოჯახში ურთიერთობას ბავშვის გაჩენის შემდეგ.


გახსოვდეთ, რომ ძუძუთი კვება არ არის მძიმე ვალდებულება და არც სამუშაო. ძუძუთი კვება – ეს არის თქვენს ბავშვთან სიახლოვის მშვენიერი მომენტები.  

გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.