Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

ჰიპოგალაქტია, ან რძის ნაკლებობა: არსებობს გამოსავალი?

თქვენ დიდი ხანი ელოდეთ ბავშვის დაბადებას, მაგრამ დედობის პირველივე დღეებში გაჩნდა  პრობლემა – რძის ნაკლებობა , ან საერთოდ არარსებობა. რა უნდა ქნათ? ჰიპოგალაქტია (ლათინურად- ჰიპო – “შემცირება” და ლაქტოს – “რძე), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამა თუ იმ ფორმით გვხდება ქალების თითქმის ერთ მესამედში. თუმცა სამედიცინო მიზეზით ბავშვის კვება არ შეუძლია მხოლოდ ქალების 1%-ს. დანარჩენ შემთხვევებში ეს პრობლემა სავსებით მოგვარებადია.

ჰიპოგალაქტიაზე ეჭვის მიტანა შეიძლება, თუ ბავშვი ხშირად, განსაკუთრებით კვების შემდეგ, ხმამაღლა ტირის, წითლდება და ხელებს იქნევს. არასაკმარის კვებაზე მიუთითებს ყაბზობა და “მშრალი საფენის” სინდრომი, ანუ არასაკმარისად ხშირი (6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის დღეში 12-ჯერ ნაკლები) შარდვა. გარდა ამისა, ახალშობილი ნელა იმატებს წონაში. ასე, 6 თვემდე ბავშვისთვის ნორმად ითვლება ყოველთვიური მატება – 500-700 გრამი, 6 თვიდან ახალშობილისთვის – 400 გრამი. ჰიპოგალაქტიის დროს ქალის სარძევე ჯირკვლები არ მაგრდება, მიჭერისას რძე გამოიყოფა სუსტად და არ არის კვების შემდეგ გამოწურვისას.

ჩვეულებისამებრ არსებობს ამ აშლილობის ორი ტიპი. პირველადი ჰიპოგალაქტია ჩნდება ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევების შედეგად, ენდოკრინული სისტემის დაავადებების და მშობიარობის გართულებებისას (ნაადრევი მშობიარობა, საკეისრო კვეთა, სისხლის დიდი ოდენობით დაკარგვა). მეორადი ჰიპოგალაქტია შეიძლება განვითარდეს არასწორი დღის რეჟიმის, გადაღლილობის, სტრესის, არასწორი კვების, აგრეთვე კვების ტექნიკის არარსებობის გამო. შესაბამისად, სრულფასოვანი ლაქტაციის მოგვარებისა ან აღდგენისთვის უნდა დადგინდეს ჰიპოგალაქტიის გამომწვევი მიზეზი.

რა უნდა გაკეთდეს?

დაბალანსირებული დღის რეჟიმი. როგორც წესი, ახალგაზრდა დედა ყოველთვის ვერ ახერხებს ღამით გამოძინებას. ამ შემთხვევებში უნდა “მოვნახოთ” დრო დასვენებისთვის დღის განმავლობაში, სანამ ბავშვს სძინავს.

სწორი კვება. საშუალოდ მეძუძური დედისთვის აუცილებელია 3500 კკალ და 1,5-2 ლ სითხის მიღება. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ პროდუქტს, მაგალითად, კომბოსტოს, ხახვს, ნიორს, შეუძლია ცუდად იმოქმედოს რძის გემოზე, რის გამოც ახალშობილი უარს ამბობს ძუძუზე.

კვების სწორი ტექნიკა. კვების დროს უნდა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი იღებს ძუძუს არა მარტო დვრილს, არამეთ არეოლასაც. ბავშვის პირი ფართოდ უნდა იყოს გაღებული, ხოლო ქვედა ტუჩი – გამობრუნებული გარეთ.

ხშირი კვება შესანიშნავად ახდენს ლაქტაციის სტიმულირებას. დღისით ძუძუსთან უნდა მოვიყვანოთ ყოველ 1,5-2 საათში, ღამე – არანაკლებ 3-4-ჯერ, აქედან ორჯერ – დილის 3 საათიდან 7 საათამდე პერიოდში.

კვება მოთხოვნილებისამებრ. ზოგი ადამიანი თვლის, რომ ბავშვი უნდა იკვებოს ზუსტად საათების მიხედვით. თუმცათუბავშვიუფროადრეითხოვსკვებას, ესეიგიმისთვისესეარისსაჭირო.

კონტრასტული შხაპი არის კარგი ზოგადგამაჯანსაღებელი და ლაქტომასტიმულირებელი საშუალება. სასარგებლოა მისი მიღება დღეში ორჯერ: დილით და საღამოს. შხაპის დროს წყლის ნაკადი უნდა მიმართოთ მკერდზე და მოახდინოთ მასაჟი საათის ისრის მიმართულებით. შემდეგ უნდა მოტრიალდეთ და წყალს მიუშვიროთ ბეჭების ადგილი.

ფსიქოლოგიური განწყობა. ლაქტაცია თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს დედასა და ბავშვს შორის ფსიქო-ემოციური კონტაქტის დამყარებაში, ამასთან შეიძლება რაღაც დარღვეს, თუ ასეთი კონტაქტი რაიმე მიზეზების გამო არ არსებობს. აუცილებელია დადებითად განეწყოთ კვებისთვის, გააცნობიეროთ თქვენი როლი და ის ბედნიერება, რომელსაც ის გჩუქნით.

ბუნებრივი საშუალებების მიღება ლაქტაციის სტიმულირებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი არის ფუტკრის რძის დედო და მის საფუძველზე დამზადებული პრეპარატი “აპილაკი გრინდექსი”, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებს (А, В1, В2, В3, В5, В6, В8, В12, С, D, E, K, ფოლიოს მჟავა), მაკრო და მიკროელემენტებს (K, Nა, ჩა, Mგ, Fე, P, ძნ, Mნ, ჩუ, ჩო, შ, ში, Nი, ჩრ, Aს, Bი), ფერმენტებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

“აპილაკიგრინდექს” –ი:

· ავსებს რძის ნაკლებობას, აუმჯობესებს სარძევე ჯირკვლების სისხლმომარაგებას და მკერდიდან რძის გამოყოფას;

· აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ახდენს წნევის ნორმალიზებას;

· აუმჯობესებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს დედისა და ბავშვის ორგანიზმის დაცვას ვირუსებისგან და ინფექციებისგან;

· ახდენს ზოგად მატონიზირებელ მოქმედებას, აღადგენს ძალას და დაგიბრუნებთ სიმხნევეს;

· ხელს უწყობთ მშობიარობისშემდგომ დეპრესიასთან გამკლავებას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

 “აპილაკი გრინდექსი”-ს გამოყენებისთვის ერთადერთ უკუჩვენებას წარმოადგენს ალერგია თაფლის პროდუქციის მიმართ.

ვკვებოთ თუ არ ვკვებოთ ბავშვი ძუძუთი?

თითქოს და ისე ჩანს, რომ მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონეზე ჰიპოგალაქტია პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც არსებობს რძის ნარევები. მაგრამ დედის რძე უნიკალურია თავისი შემადგენლობით და მხოლოდ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ბავშვის მხედველობის ორგანოების, თავის ტვინის სრულფასოვან განვითარებას, აგრეთვე დაიცვას ჯერ კიდევ სუსტი ორგანიზმი ინფექციებისგან. კვლევები ამტკიცებენ, რომ ახალშობილები, რომლებიც იღებენ დედის რძეს, უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე “ხელოვნურ” კვებაზე მყოფი ბავშვები. გარდა ამისა, მომავალში ასეთ ბავშვები უფრო განვითარებული ინტელექტით გამოირჩევიან, სწაფად სწავლობენ ლაპარაკს, იოლად ადაპტირდებიან სოციალურ ცხოვრებაში. ასე რომ თუ თქვენ გაქვთ ჰიპოგალაქტია, არ დანებდეთ, ეხლა ხომ თქვენს ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი რძე.

გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.