Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

ლაქტაცია: როგორ განვსაზღვროთ, ჰყოფნის თუ არა რძე თქვენს ბავშვს?

ახალგაზრდა დედის მღელვარება იმის თაობაზე, ყოფნის თუ არა პატარას რძე, სრულიად გასაგებია. რძე ხომ ერთადერთი წყაროა სრულფასოვანი საკვები ნივთიერებებისა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის სიცოცხლის პირველ თვეებში. ყველაზე თანამედროვე რძის ნარევებიც კი შემადგენლობის მიხედვით ვერ “შეედრებიან” მას. ამიტომ სასურველია, რომ დედამ გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა ახალშობილმა მიიღოს რძე საჭირო ოდენობით. როგორ გავიგოთ, ჰყოფნის თუ არა რძე თქვენს ბავშვს, და როგორ ვიმოქმედოთ, თუ რძე საკმარისი არ არის?

Aარასაკმარისი კვების ძირითადი ნიშნები


       ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია – ბავშვის წონა. პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ახალშობილმა უნდა მოიმატოს 500-დან 700 გ-მდე თვეში (საშუალოდ 125 გრ. კვირაში). მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – შარდვის სიხშირე და მოცულობა. ნორმად ითვლება, როდესაც წლამდე ასაკის ბავშვი შარდავს არანაკლებ 15-ჯერ დღეღამეში. იშვიათად შარდვისას იგი ალბათ არასაკმარისად იკვებება.


ბავშვის საერთო მდგომარეობა – აგრეთვე დამოკიდებულია კვებაზე. კარგი გუნება და ჯანსაღი ძილი – იმის მაჩვენებელია, რომ ბავშვი კარგად იკვებება. ხოლო თუ პატარა ღელავს, მუდამ იღვიძებს და ბევრს ტირის, შესაძლებელია, რომ იგი მშიერია. გარდა ამისა, დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც ხშირ ხანგრძლივ კვებას, აგრეთვე ბავშვის მიერ ძუძუზე უარის თქმას.


არასაკმარისი კვების მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს. ერთ-ერთი მათგანი არის ჰიპოგალაქტია, ანუ რძის ნაკლებობა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს: პირველ რიგში -  ძუძუთი კვების არასწორი ტექნიკის გამო (ძუძუსთან დაგვიანებული ან არასწორი მიდება, იშვიათი და ხანმოკლე კვება, ნაადრევი დამატებითი კვება, საწოვრების გამოყენება). მეორე, ფსიქოლოგიური მიზეზების გამო (სტრესი, დაღლილობა, შფოთვა, კვებაზე უარის თქმა). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად მხოლოდ ქალების 1%-ს ძუძუთი კვების შეუძლებლობა განპირობებულია ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემებით.


ქალი შექმნილია ბავშვის გაჩენისა და კვებისთვის, ამიტომ ჰიპოგალაქტიის პრობლემა ხშირად მოგვარებადია. საჭიროა მხოლოდ მოთმინება. 

 

როგორ მოვახდინოთ ლაქტაციის ნორმალიზება?


უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების წესს. ახალგაზრდა დედამ რაც შეიძლება მეტი უნდა დაისვენოს, მოერიდოს სტრესულ სიტუაციებს და ხშირად იყოს სუფთა ჰაერზე. თუ სახლთან ახლოს არის პარკი ან მშვიდი მწვანე ეზო, ეცადეთ ისეირნოთ იქ, მაგისტრალებისგან და ქალაქის აურზაურისგან შორს. 


ცხოვრების ჯანმრთელი წესის მნიშვნელოვანი ნაწილია – დიეტა. იმისთვის, რომ ბავშვმა სრული მოცულობით მიიღოს მისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თქვენ გჭირდებათ დაბალანსირებული კვება და ჭარბი სითხე (დაახლოებით 2 ლ დღე-ღამეში).


რძის უკმარისობის დროს ხშირად გამოიყენება ეგრეთწოდებული ლაქტომასტიმულირებელი საშუალებები, მაგალითად, ფუტკრის რძე. ეს ბუნებრივი პროდუქტი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინომჟავებს, ვიტამინებს (А, В1, В2, В3, В5, В6, В8, В12, С, D, E, K, ფოლის მჟავას), მაკრო და მიკრო ელემენტებს, აგრეთვე ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას. ფუტკრის რძე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებას. სისხლწარმოქმნას, გულის მოქმედებას და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – სარძევე ჯირკვლის მოქმედებას, ხელს უწყობს რძის გამომუშავებას. ფუტკრის რძის დედო შეიძლება ნახოთ აფთიაქში სამკურნალო პრეპარატი “აპილაკი გრინდექსი”-ს სახელით. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი უზრუნველყოფს მეძუძური დედის ორგანიზმს მისთვის აუცილებელი მინერალური ნივთიერებებით, მიკროელემენტებით და ვიტამინებით.


პრეპარატი გამოიყენება:


· მშობიარობისშემდგომ პერიოდში ლაქტაციის გაუმჯობესებისთვის;

· მშობიარობის შემდეგ დედის ორგანიზმის აღდგენისთვის;

· დედისა და ბავშვის იმუნიტეტის გაუმჯობესებისთვის;

· ორსულობის დროს სასიცოცხლო ძალის ბალანსის შენარჩუნებისთვის;

· ორგანიზმის ტონუსის ასამაღლებლად და ქრონიკული გადაღლილობის პროფილაქტიკისთვის;

· ნერვული აშლილობებისა და მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ;

· ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისთვის და ფიზიკური ფორმის აღდგენისთვის.


ბავშვის კვება სწორ ტექნიკას მოითხოვს


ხშირად ლაქტაციასთან არსებული პრობლემების და შედეგად ბავშვის არასაკმარისი კვების მიზეზია კვების არასწორი ტექნიკა. Mმიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება - პროცესი, განპირობებული თვით ბუნებით, მას სწავლა სჭირდება. რამდენიმე მარტივი ჰიგიენური და ტექნიკური წესები დაგეხმარებათ ლაქტაციის მოგვარებაში.


კვების წინ ზედმიწევნით დაიბანეთ ხელები. რძის პირველი 2-3 წვეთი სასურველია გამოწუროთ. კვების დროს პოზა უნდა იყოს იმდენად მოხერხებული, რომ თქვენ არ იგრძნოთ დაძაბულობა დიდი ხნის განმავლობაში. მაგალითად, სავარძელში ჯდომა ან გვერდულად წოლა. ყოველი კვებისას პატარას მხოლოდ ერთი ძუძუ უნდა მისცეთ. ბავშმა პირში უნდა ჩაიდოს არეოლის დიდი ნაწილი, და არა მხოლოდ დვრილი. არ შეაწყვეტინოთ პატარას კვება, თუ იგი ჯერ არ დანაყრდა. როდესაც ბავშვი დანაყრდება, იგი თვითონ წყვეტს ჭამას. კვების შემდეგ სპეციალისტები გვირჩევენ დატოვოთ მკერდი იმავე მდგომარეობაში 10-15 წუთის განმავლობაში ჰაერთან კონტაქტისთვის. დვრილებზე დარჩენილი რძე მდიდარია ცხიმებით და მას შეუძლია დაიცვას კანი ნახეთქებისგან. ამავე მიზეზით მკერდი უნდა დაიბანოთ არაუმეტეს ორჯერ დღეში, თანაც საპნის გარეშე.


სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე!


კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი – ქალის განწყობა. ლაქტაცია-მნიშვნელოვანი პერიოდია დედისა და ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც ხელს უწყობს ფსიქოლოგიური კავშირის დამყარებას და მომავალში თბილი ურთიერთობების საფუძველსაც ქმნის. დადებითი და მშვიდი მდგომარეობა ყოველ კვების დროს არის თქვენი იდეალური სასტარტო პოზიცია. დაივიწყეთ შიში – თქვენ ყველაფერი გამოგივათ. გახდით თვითდაჯერებული და თქვით ამაყად: “მე- მეძუძური დედა ვარ!”.

გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.