Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

რითია სასარგებლო ფუტკრის რძე

რძის ნაკლებობისას, ახალგაზრდა დედა ხშირად ვარდება პანიკაში, რადგან ეს საკვები ნივთიერებების ყველაზე სრულფასოვანი წყარო, რომელიც აუცილებელია ახალშობილის ზრდისა და განვითარებისათვის. ჰიპოგალაქტია, იმ დარღვევის მეცნიერული დასახელება, რომელიც დაკავშირებულია რძის ნაკლებობასთან. ეს საკმაოდ გავრცელებული, თუმცა სრულად მოგვარებადი პრობლემაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ძუძუთი კვება არ შეუძლიათ ქალების მხოლოდ 1 %-ს. თუ ექიმმა არ აღმოაჩინა რაიმე პათოლოგია, რომელიც ახდენს გავლენას ლაქტაციაზე, სიტუაცია მოგვარებადია.


90% შემთხვევებში ჰიპოგალაქტია დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. ქალს ჯერ კიდევ ორსულობის ეტაპზე შეუძლია და უნდა მოემზადოს მეძუძური დედის როლისთვის. სპეციალური კურსები ორსულთათვის, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და თუ ეს აუცილებელია, ფსიქოლოგის კონსულტაციაც შეიძლება დაგეხმაროთ ამაში.


არ არის სიგნალი – არ არის რძე


დიდი ხნის ნანატრი მომენტი დადგა: თქვენ დედა ხართ. ახლა მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ მომენტი, რადგანაც ძუძუსთან დაგვიანებული მიყვანა არის რძის შრობის კიდევ ერთი მიზეზი. “რძის ქარხნის” ასამუშავებლად მას სჭირდება სიგნალი, რომელსაც აძლევს თვით ახალშობილი: სიცოცხლის პირველი საათის განმავლობაში მას ჯერ არ შია, მაგრამ ინტუიციურად ეძებს ძუძუს. თუ ბავშვისგან სიგნალი დედას დროულად არ მიეწოდება, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები გარანტირებულია.


სამშობიარო სახლებში მიღებულია ბავშვის ძუძუსთან მიყვანა ჯერ კიდევ სამშობიარო დარბაზში, პრაქტიკულად მშობიარობისთანავე. ეს ასტიმულირებს პლაცენტის მოცილებას და აჩქარებს რძის გამომუშავების პროცესს. შემდგომშიც ძუძუსთან ხშირი მიყვანა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ლაქტაციის სტიმულირებისთვის.


        ტექნიკურიმომენტები


ძუძუთიკვება – ბუნებრივი, მაგრამ რთული პროცესია. მას სწავლა სჭირდება. დედის ფიზიკური დისკომფორტი იწვევს ფსიქოლოგიურ დაძაბულობას და თითოეული კვება დედისათვის სტრესის მომტანია, ხოლო ასეთი განწყობით რძის ნაკლებობაც გარანტირებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვის კვების დროს მოხერხებული პოზა, რათა სხეული არ იღლებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.


ყურადღება მიაქციეთ დღის რეჟიმს: აუცილებლად მონახეთ დრო დღისით ძილისა და სუფთა ჰაერზე გასეირნებისათვის. არ დაიზაროთ გაიკეთოთ მკერდის სპეციალური მასაჟი.


ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება (დღეში 1,5 ლიტრზე მეტი) და ჯანსაღი კვება, რომელიც მდიდარი იქნება ვიტამინებით და საკვები ნივთიერებებით – რძის ხარისხიანობის წინაპირობაა.

 

დახმარება ბუნებისგან


ლაქტაციის აღდგენისა და მოგვარებისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ლაქტომასტიმულირებელი საშუალებები, მაგალითად, ფუტკრის რძის დედო. Mმას შეიცავს სამკურნალო პრეპარატი “აპილაკი გრინდექსი”. ფუტკრის რძე მდიდარია ცილებით, ფერმენტებით, ამინომჟავებით, ვიტამინებით, მაკრო და მიკროელემენტებით.


მეძუძური ქალის ორგანიზმზე ფუტკრის რძის დედო ახდენს კომპლექსურ მოქმედებას:


- ახდენს სარძევე ჯირკვლების მუშაობის სტიმულირებას, ხელს უწყობს რძის გამომუშავებას;

- ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას;

- აძლიერებს იმუნიტეტს;

- გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება;

- ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში მშობიარობის შემდეგ.

პრეპარატი “აპილაკი გრინდექსი” აღადგენს ვიტამინების დეფიციტს დედის ორგანიზმში, აუმჯობესებს რძის ხარისხს, ხელს უწყობს დედას გაუმკლავდეს ფიზიკურ გადატვირთვებს და მშობიარობისშემდგომ სტრესს. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით „აპილაკი გრინდექსი“ აუმჯობესებს ლაქტაციას 1,5-ჯერ!


სირთულეებთან  გამკლავება


ზრდასთან ერთად თქვენს ბავშვს სულ უფრო მეტი რძე დასჭირდება. რაღაც მომენტში მისი მოთხოვნები და თქვენი შესაძლებლობები შეიძლება არ დაემთხვეს. ექიმები ამ მდგომარეობას ლაქტაციურ კრიზს ეძახიან. არ შეგეშინდეთ მისი! ისევ დაიცავით დღის რეჟიმი, დიეტა, გააკეთეთ ფიზპროცედურები, მიიღეთ “აპილაკი გრინდექსი”, მაგრამ რაც მთავარია – არ შეწყვიტოთ კვება! როგორც კი თქვენი ორგანიზმი გადაეწყობა ახალ რეჟიმზე, ლაქტაცია მოგვარდება, და კვება ისევ მოგიტანთ სიხარულს და სიამოვნებას, ხოლო თქვენს პატარას – სარგებელს!  
გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.