Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე ძუძუთი კვების დროს?

ბავშვის ძუძუთი კვება - ეს ბუნებრივი, ყველაზე სასარგებლო და სწორი საშუალებაა, მისცე მას ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა გაიზარდოს ჯანმრთელ და სრულყოფილ ადამიანად.
არსებობს სპეციალური წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში, თქვენ მარტივად  შეძლებთ  ლაქტაციის დარეგულირებას, და ამით უზრუნველყოფთ პატარას  დედის სასარგებლო რძით. განა ყველა ქალი სავსებით  კმაყოფილია  ძუძუთი კვების პროცესით? რა აწუხებთ და რისი ეშინიათ მათ ყველაზე მეტად? როგორ ავიცილოთ თავიდან ძირითადი პრობლემები - გავერკვიოთ ერთად!

ძუძუთი სწორი კვება 


დღესდღეობით, ქალბატონებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა - ბავშვები კვებონ ძუძუთი მინიმუმ 6 თვემდე.  ძუძუდან ბავშვის მოშორების იდეალური, კომფორტული ვადა ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ითვლება, რომ რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება ძუძუთი კვება, მით უკეთესად აისახება ეს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ცნობილია ძუძუთი კვების დარეგულირების შემდეგი ძირითადი ხერხები:

- რაც შეიძლება ადრე მოხდეს ბავშვის პირველი კვება (დაბადებისთანავე);

- ბოთლით დამატებითი კვების მიცემაზე და საწოვარას გამოყენებაზე უარის თქმა;

- დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნა;

- ბავშვის ხელითა და სლინგით ტარება;

- მეძუძური დედის სრულფასოვანი დასვენება და სწორი კვება.

აღნიშნული წესების დაცვით ბავშვის კვება სასიამოვნო და მარტივი იქნება. მაგრამ მაინც არსებობს  "გვერდითი ეფექტები", რომლებიც ხშირად შეიმჩნევა მეძუძურ ქალებში, მათ შორის დედებში, რომლებიც "დიდ ხანს კვებავენ ძუძუთი".


ძუძუთი კვების დროს წარმოქმნილი პრობლემები

და შიშის გრძნობა


მტვრევადი ფჩხილები, თმის ცვენა, დაზიანებული კბილები, მკრთალი კანი, საერთო სისუსტე და მოდუნება, დეპრესიაც კი - აი რამდენიმე "ბნელი მხარე", რომელიც ზოგჯერ ძუძუთი კვების დროს ვლინდება.

საქმე იმაშია, რომ საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, დედის ორგანიზმმა რძის გამოსამუშავებლად შეიძლება დაიწყოს საკუთარი რესურსების გამოყენება. სწორედ აღნიშნულ ფაქტორებს,  ასევე - ჰორმონალურ ძვრებს, დროის ხშირ დეფიციტს, ნერვულ დაძაბულობასა და დაღლილობას,  შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ მეძუძური დედის ორგანიზმზე.  

სამწუხაროდ, ეს პრობლემები ხშირად ძუძუთი კვებაზე უარის თქმის მიზიზია. საკუთარი სილამაზისა და ჯანმრთელობის დაკარგვის  შიშით დედები საკუთარ თავსა და თავიანთ პატარებს ართმევენ დედა-შვილობის უმშვენიერეს განცდას.


სილამაზე დაბრუნდი!


არ ღირს სასოწარკვეთილებას მიეცეთ, რადგან  ძუძუთი კვების დროს სილამაზის შენარჩუნება  და მისი დაბრუნება       სრულიად შესაძლებელია! ქალისა და ძუძუთი კვებას თვით დედაბუნება  იცავს!

ალბათ ყველას არაერთხელ სმენია ფუტკრის მიერ შექმნილი სასარგებლო და უნიკალური პროდუქტის - ფუტკრის რძის  შესახებ.

არსებობს წიგნი "ფუტკრები - ახალგაზრდობისა და სიცოცხლის წყარო", რომელიც 1953 წელს ფრანგი მწერლის, კაილასის მიერ არის დაწერილი. ამ წიგნის გამოქვეყნებით დაიწყო ფუტკრის მიერ წარმოებული პროდუქტების სასარგებლო თვისებების ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები. 

სწორედ ფუტკრის რძის დედო არის ბუნების "სამეფო" საჩუქრი, რადგან იგი სილამაზის, ჯანმრთელობის, მხნეობისა და დღეგრძელობის ნატურალური წყაროა.  

დღეისთვის, კომპანია "გრინდექსმა", ამ უძვირფასესი ბუნების საჩუქრის საფუძველზე  შექმნა პრეპარატი - "აპილაკი" ("აპის" - ფუტკარი, "ლაკ" - რძე). პრეპარატი გამოიყენება, როგორც მეძუძური დედის ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების, ამინომჟავების, პროტეინების, ფერმენტების, აგრეთვე დღეგრძელობის  იუვენილური ჰორმონის წყარო.

მეძუძური დედის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნების გარდა, "აპილაკი" ეფექტურად აუმჯობესებს ლაქტაციას და ახდენს  ვიტამინების მთელი სპექტრითა და სხვა აუცილებელი ნივთიერებებით რძის გამდიდრებას,  რისი მიღებაც ჩვეულებრივი საკვებიდან სრული მოცულობით ძალიან ძნელია.

ბავშვის ძუძუთი კვება იმდენი ხნით , რამდენიც საჭიროა, დანაკარგების გარეშე - რეალურია!  კანის, თმის, კბილებისა და ფრჩხილების მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, აგრეთვე  დედის რძის შემადგენლობის გამდიდრება და ლაქტაციის გახანგრძლივება შეუძლია ფუტკრის რძის დედოს და მისგან დამზადებულ პრეპარატს "აპილაკს"! "აპილაკის" მიღების კურსის ხანგრძლივობა - სულ 10-15 დღეს შეადგენს. Eეს დაეხმარება მეძუძურ დედებს სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში! 

გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.