Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

ძუძუთი კვება- ბავშვის იმუნიტეტის შენარჩუნების ეფექტური საშუალება

დედის რძე – იდეალური საკვებია ბავშვისთვის.
ბავშვი რძიდან ღებულობს სრულყოფილი განვითარებისა და  ზრდისთვის აუცილებელ ყველა  ნივთიერებას, ასევე - იმუნოგლობულინებს, რომლებიც პასუხს აგებენ იმუნიტეტის ფორმირებაზე.
რა თქმა უნდა, მეძუძური ქალები უნდა იკვებებოდნენ სწორად, რათა უზრუნველყონ ახალშობილი სრულყოფილი, სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი რძით.
 ძუძუთი კვება- ბავშვის იმუნიტეტის შენარჩუნების ეფექტური საშუალება
იდეალური დედის რძე – როგორია იგი?
ქალის რძე შეიცავს განსაკუთრებულ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ფერმენტებს, ასევე – ჰორმონებსა და ზრდის ფაქტორს.
ძროხის რძის ცხიმები, რომელთაგან მზადდება რძის ნარევების უმეტესობა, თვისობრივად განსხვავდება ქალის რძის ცხიმებისგან. ისინი შეიცავენ მკვრივ (მძიმედ მოსანებელ) ცხიმებს და გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები ჭარბობენ ადვილადმოსანელებელ უჯერ მჟავებს.  გაჯერებულ  ცხიმოვან  მჟავებს, რომლებიც  ძროხის რძეში 1,5 – 3 ჯერ მეტია, ვიდრე ქალის რძეში, აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელი მოქმედება (განსაკუთრებით ჩვილი ასაკის ბავშვებში) და შეუძლიათ მისი ფუნქციონალური დარღვევის გამოწვევა. პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებში, როგორც რაოდენობრივი, ასევე რიცხობრივი შემადგენლობით, ძროხის რძე პირველობას უთმობს ქალის რძეს  (მაგალითად, ლინოლენის მჟავა მასში 5-ჯერ ნაკლებია).
    ცილები (ძროხის რძეში ისინი  2,5 – 3 –ჯერ მეტია, ვიდრე ქალის რძეში) წარმოდგენილია ძირითადად კაზეინებით, რომელთა შეფარდება შრატის ცილებთან შეადგენს 80:20, როდესაც ქალის რძეში ეს შეფარდება ოპტიმალურია და შეადგენს 40:60,  ძროხის რძის კაზეინები (ალფა-კაზეინები) ბავშვის კუჭში გადამუშავებისას ქმნიან უფრო უხეშ შენადედს, უფრო ძნელად მოსანელებელს, ვიდრე ქალის რძის კაზეინები(ბეტა-კაზეინები).
    დედის რძის ნახშირწყლები (ბეტა-ლაქტოზა) ბავშვის კუჭ-ნაჭლავში ასტიმულირებენ საჭმლის მონელებისათვის სასარგებლო და აუცილებელი ბიფიდობაქტერიების წარმოქმნას. ძროხის რძის ნახშირწყლები (ალფა-ლაქტოზა) არ წარმოადგენენ ბიფიდობაქტერიებისათვის საკვებ გარემოს, ვინაიდან მათი    დაშლა  წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში იწყება და ისინი პრაქტიკულად ვერ აღწევენ  მსხვილ ნაწლავს.
    ფერმენტები, რომლებსაც ბავშვი ღებულობს დედის რძის საშუალებით ხელს უწყობენ  ცხიმების მონელებას. საჭმლის მონელების შედეგად წარმოქმნილ თავისუფალ ცხიმოვან მჟავეებს  გააჩნიათ ბავშვისთვის ძლიერი ანტივირუსული ეფექტი.  
    მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დედის რძე წარმოადგენს უნიკალური ნივთიერებებისა და მიკროელემენტების  შეუცვლელ წყაროს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებასა და ზრდას.  

რა არის იმუნიტეტი?
იმუნიტეტი – ეს არის ორგანიზმის უნარი შეეწინააღმდეგოს დაავადებებს. საქმე იმაშია, რომ ახალშობილი ბავშვის ორგანიზმი სრულიად დაუცველია გარემოს ზეგავლენისაგან  (ვირუსები, ბაქტერიები).
ბავშვის იმუნურ სისტემას აქვს რიგი თავისებურებები. ვინაიდან, დედის მუცელში ნაყოფს არ აქვს შეხება უცხო მიკროორგანიზმებთან, მისი ინფექციებთან ბრძოლის საკუთარი    მექანიზმი მძინარე მდომარეობაშია. დაბადებისთანავე ბავშვი ვირუსებისა და ინფექციების ზემოქმედებას განიცდის!
სიცოცხლის პირველივე თვეებში, დედის იმუნოგლობულინები (რა თქმა უნდა ძუძუთი კვების შემთხვევაში) ეხმარებიან ბავშვს დაავადებების გამომწვევებთან ბრძოლაში, რადგან მისი იმუნური სისტემა ჩამოუყალიბებელია და იგი  7 წლამდე განაგრძობს ფორმირებას, რაც გულისხმობს ინფექციების გამოცნობასა და მათ საწინააღმდეგო ბრძოლის უნარის შესწავლას.
საბედნიეროდ, ბუნებამ ყველაფერი გაითვალისწინა!@ დედის რძე არა მარტო ბავშვის  ნაწლავური ფლორის ზრდას უწყობს ხელს, არამედ ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს საკვები ნივთიერებების ათვისებაში, რაც აჩქარებს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
ძუძუთი კვებისას, დედა ბავშვს გადასცემს საკვები ნივთიერებების უნიკალურ კომპლექსს და ანტისხეულებს, რომლებიც ფარად იქცევა დაავადებების წინაშე და ხელს უწყობენ ბავშვის სრულყოფილი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
ძლიერი იმუნიტეტის მქონე ბავშვები სხვებთან შედარებით გაცილებით იშვიათად ავადობენ ისეთი რთული და გავრცელებული დაავადებებით, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი (ალერგია) და ბრონქული ასთმა.
სამწუხაროდ, ჩვენ დროში ბევრი მეძუძური ქალი ვერ იღებს სრულფასოვან კვებას, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი დედის რძის გამომუშავებისთვის.  
სტრესს, კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობას, გარემოს უარყოფით ფაქტორებს,  მუდმივ არასრულფასოვან ძილს და დაღლილობას შეუძლია დედის რძეში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის შემცირება.


როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური ქალი?
ძუძუთი კვება - საპასუხისმგებლო პროცესია. იმისათვის რომ ქალის რძე მუდმივად იყოს ხარისხიანი და სასარგებლო,  თითოეულმა მეძუძურმა დედამ უნდა დაიცვას რამდენიმე მარტივი წესი:
გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად და  ორგანიზმის სიჯანსაღისათვის სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ყოფნა!
თითოეულმა მეძუძურმა დედამ უნდა გადახედოს და დააბალანსოს თავისი კვების რაციონი.
პირველ რიგში აუცილებელია ლაქტაციაზე ნეგატიურად მოქმედი პროდუქტების გამორიცხვა:^ კონსერვები, შებოლილი საკვები, მწნილი, სანელებლები მძაფრი სურნელითა და გემოთი.
ლაქტაციის მასტიმულირებელი ეფექტით გამოირჩევაA შემდეგი პროდუქტები:^ქლიავი, თბილი სითხეები (კლასიკა - რძიანი ჩაი - ძუძუთი კვების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე), ვიტამინებით მდიდარი ხილის კომპოტი, უცხიმო ხორცის  წვნიანი, რძის პროდუქტები. სასარგებლოა დღეში რამდენიმე თხილისა თუ ნიგვზის კაკლის მიღება, რადგან ისინი წარმოადგენენ ლაქტოგენურ პროდუქტებს.    
მეძუძური დედისთვის სასურველია კვების რაციონში ცომეულის ჩანაცვლება სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი უმი ხილითა და ბოსტნეულით.
სწორ კვებასთან ერთად თითოეული მეძუძური დედისთვის სასარგებლოა პრეპარატი "აპილაკი გრინდექსი". ეს პრეპარატი დამზადებულია  ფუტკრის რძის დედოსგან, რომლის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. მარტივია მისი  გამოყენება:^  1 საწუწნი ტაბლეტის ენის ქვეშ 3-ჯერ დღეში, საშუალო სამკურნალო კურსი - 15 დღე.  
ფუტკრის რძის დედოს "სამეფო" საიდუმლოა - ის, რომ მას გააჩნია   ვიტამინებისა და მიკროელემენტების უნიკალური შემცველობა.
ორგანიზმისთვის შეუცვლელი ვიტამინები  А, В1, В2, В3, В5, В6, В8, В12, С, D, E, K, და მოკროელემენტები K, Na, Ca, Mg, Fe, P, Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi, ასევე -უამრავი სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომელთა მიღება კვების ჩვეული წყაროებიდან ძალიან ძნელია - ეს არის ფუტკრის რძის დედოს შემოკლებული შემადგელობა. თვით დედაბუნება სთავაზობს მეძუძურ დედებს მათი რაციონის გამდიდრებას ასეთ ბუნებრივ და სასარგებლო პროდუქტით.
ფუტკრის რძის დედოს იცავს მეძუძურ დედას დეპრესიისა და დაღლილობისგან, აგრეთვე შეუძლია დედის რძის გამომუშავების ეფექტური სტიმულირება და მისი შემადგენლობის გამდიდრება.
დედობა - დიდი ბედნიერებაა! ძუძუთი კვება - პროცესია, რომელიც მოითხოვს სერიოზულ დამოკიდებულებას!  სწორი კვება და ბუნების სასარგებლო საიდუმლოთა გამოყენება - წარმატების საწინდარია ყოველი მეძუძური დედისთვის!
გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.