Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

ძუძუთი კვების ძირითადი წესები

ძუძუთი კვება – არა მარტო აუცილებელი და სასიამოვნო, არამედ საპასუხისმგებლო პროცესია დედისათვის და მისი პატარისთვის. ამისათვის მომავალმა დედამ წინასწარ უნდა დაიწყოს მზადება, ჯერ კიდევ ორსულობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ქალის პოზიტიური განწყობა წარმატებული ძუძუთი კვების საწინდარია. წინამდებარე სტატია ჩვენ გვაცნობს ძუძუთი  კვების ძირითად წესებსა და საიდუმლოებებს.

მოვემზადოთ ძუძუთი სწორი კვებისთვის!


უპირველეს ყოვლისა, მომავალი დედა უნდა იყოს განწყობილი იმისათვის, რომ

ძუძუთი კვებოს თავისი შვილი. საკუთარი ძალების რწმენა,  პოზიტიური აზროვნება, ბავშვის სასიხარულო მოლოდინი  - ყოველივე ეს ორსული ქალის საუკეთესო თანამგზავრია.    

ქალის ორგანიზმი განეწყობა ძუძუთი კვებისთვის ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში. მშობიარობის მოახლოებასთან ერთად შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს მკერდი, და ქალმა უნდა მოამზადოს საკუთარი ორგანიზმი ძუძუთი კვებისთვის.

მშობიარობამდე დაახლოებით 6 კვირით ადრე, ორსულმა უნდა დაიწყოს მკერდის ყოველდღიური მასაჟი, რათა გაიხსნას სადინარები, რის მეშვეობითაც წამოვა რძე. შხაპის მიღების დროს, უნდა ცვალოს წყლის ტემპერატურა, ეგრეთ წოდებული კონტრასტული შხაპი. შხაპის შემდეგ შეიძლება რბილი წრიული მოძრაობით მკერდის დაზელვა სარძევე ჯირკვლიდან დვრილის მიმართულებით.

ბავშვის მომლოდინე ოჯახმა წინასწარ უნდა იზრუნოს ისეთი აუცილებელი ნივთების შესაძენად, როგორიცაა რძის გამოსაწველი, სტერილური პაკეტები რძის გაყინვისთვის, კომფორტული ბიუსტჰალტერი მეძუძური ქალისთვის და მისი ერთჯერადი ჩანართები.  არ იქნებოდა ურიგო სპეციალური კუთხის მოწყობა, მაგალითად კომფორტული სავარძელი პატარა რბილი ბალიშებით, რათა მასში მჯდომმა, მოდუნებულ პოზაში კვებოს  ბავშვი. 


ძუძუთი კვება არის ბუნებრივი კვება!


თითოეული დედა უნდა ხვდებოდეს, რომ პატარას ძუძუთი კვება – ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც რეკომენდებულია თვით ბუნების მიერ! Kკვებეთ ბავშვი მოთხოვნისამებრ, კვებისთვის განსაზღვრული დროის გარეშე, როგორც ეს მიღებულია მოზრდილებში. Gგარკვეული დროის განმავლობაში თქვენ და თქვენს პატარას გამოგიმუშავდებათ ორივესათვის კომფორტული კვების საკუთარი რეჟიმი. კვების დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვმა სწორედ ჩაიდოს დვრილი. თუ კვების დროს ქალს აწუხებს ტკივილი და დისკომფორტი – ეს იმის მანიშნებელია, რომ კორექტირებულ იქნას დვრილის მდებარეობა. ეცადეთ კვებოთ პატარა ძუძუთი რაც შეიძლება ხანგრძლივი დროით, რაც მომავალში დადებითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე!   


გავამდიდროთ Mმეძუძური დედის კვების რაციონი და მისი რძე. 


ბავშვის გაჩენასთან ერთად ქალის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა, რა თქმა უნდა, სასიხარულო და ბედნიერების მომტანია, მაგრამ, როგორც წესი, დედა იღლება და უძლურდება, რამაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე  და რძის შემადგენლობის ხარისხზე.   

ასეთი არასასიამოვნო პრობლემის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება რამდენიმე რჩევა:

- ისეირნეთ! სუფთა ჰაერზე სეირნობა – დედის ჯანმრთელობის, მხნეობისა და მისი პატარის მადიანობის აუცილებელი პირობაა.

- სრულფასოვნად იკვებეთ! ეცადეთ, აქციოთ თქვენი რაციონი მრავალფეროვნად, შეიყვანოთ მასში ახალი ხილი და ბოსტნეული, დალიოთ ხილის წვენები, კომპოტები და  რძიანი ჩაი. გამორიცხეთ რაციონიდან მწნილი, შებოლილი საკვები, კონსერვები და სუნელები. ყურადღება! მეძუძურმა დედამ დღეღამეში უნდა მიიღოს მინიმუმ 1,5 ლიტრი სითხე!

- შინაგანად გააძლიერეთ თქვენი ორგანიზმი, რითიც გააუმჯობესებთ ლაქტაციასა და გაამდიდრებთ დედის რძის შემადგენლობას! ამაში დაგეხმარებათ ბუნებრივი პრეპარატი - “აპილაკი” (ფუტკრის რძის დედო).

ფუტკრის რძის დედო – ნამდვილი საგანძურია, იგი პრაქტიკულად ყველა ჩვენთვის ცნობილ ვიტამინებს შეიცავს, ამინომჟავებს (ლიზინი, მეთიონინი, ფენილალინი, ტრიფტოფანი, გლიცინი, სერინი, ტირონინი, ვალინი, ლეიცინი, გლუტამინის მჟავა, არგინინი, კრეატინი, კარნიტინი, ჰისტიდინი, პროლინი და სხვა), პროტეინების, ფერმენტებსა და სხვა სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. სიცოცხლის გამახანგრძლივებელი, სასწაულმოქმედი  იუვენილური ჰორმონიც ასევე შედის მის შემადგენლობაში.

"აპილაკი" ("აპის" - ფუტკარი, "ლაკ" - რძე) არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ფუტკრის ნაწარმის მიმართ გამოგივლინათ ალერგია. ხოლო, თუ არ გაქვთ ალერგიული რეაქცია, თამამად შეგიძლიათ აპილაკის გამოყენება – 1 ტაბლეტი ენის ქვეშ 3-ჯერ დღეში მინიმუმ 15 დღე .

"აპილაკი" განსაკუთრებულად ნაჩვენებია ჰიპოგალაქტიის (არასაკმარისი ლაქტაცია ან მისი არარსებობა) პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე გააჩნია საერთო გამაძლიერებელი და მატონიზირებელი ეფექტი.


იყო ბედნიერი მეძუძური დედა  - მარტივია!


ძუძუთი კვებისთვის პასუხისმგებლობით მომზადება, დაბადებისთანავე ძუძუთი კვების დაწყება,დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნა, “აპილაკის” მიღება (ფუტკრის რძის დედო), ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს არის წარმატების საწინდარი! Aამ რჩევების გათვალისწინება უზრუნველყოფს სრულფასოვან ლაქტაციასა და სიხარულით აღსავსე ცხოვრებას! 

გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.