Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ

ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ

თანამედროვე მომავალ დედებს, განსაკუთრებით, მომუშავეებს, ცრურწმენის მიუხედავად,  ურჩევნიათ ყველაფერი მშობიარობამდე შეარჩიონ და იყიდონ მაღაზიებში, ან შეუკვეთონ ინტერნეტით. ეს არა მხოლოდ გონივრულია, არამედ ძალიან სასიამოვნო დროსტარებაცაა.  ბავშვის ნივთები ისეთი საყვარელია, რომ მათი შერჩევა და შეძენა ახალისებს მომავალ დედას!


            მშობიარობისათვის მრავალი დედა ემზადება სპეციალური კურსებით, ორსულთა იოგის მეშვეობითაც, დადიან აუზსა და სპეციალურ მეცადინეობებზე. თეორიულად დედა მზად არის სიძნელეებისთვის, ბევრი სმენია უძილო ღამეების, ბავშვის მუცლის ტკივილის შესახებ. იცის, რომ ჩვილებს სჩვევიათ ტირილი, ამის შესახებ სპეციალური წიგნებიც აქვს წაკითხული და ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში პატარას მოვლენის “დიდი დღე” და ყოველი შემდგომი ბედნიერი იქნება, სირთულეებსაც კი ადვილად გაუმკლავდება. კურსებსა და წიგნებში ხომ ყველაფერი დაწვრილებით აუხსნეს.


სამშობიაროდან დაბრუნება


            თუმცა, ყველა ახალბედა დედა, ჩვილთან პირისპირ დარჩენისას განიცდის შფოთვას, უხერხულობას, შიშს, რომ არაფერი დაუშავოს ბავშვს. წიგნიდან, დედისგან და მეგობრებისგან მიღებული ყველა ცოდნა სადღაც ქრება, ყოველი ბავშვი ხომ ინდივიდუალურია. ჩვილები განსხვავდებიან, ყველას არ ერგო “სასაჩუქრე ვარიანტი”, რომელიც ყოველ სამ საათში ჭამს, ღამით მშვიდად სძინავს, და არასდროს ხდება ავად. ბავშვების უმრავლესობას ღამე არ სძინავთ, მათ შიათ ყოველ ორ საათში, ხშირად სჭირდებათ საფენის გამოცვლა. ზოგიერთ ბავშვს აწუხებს მუცლის ტკივილი, შეუძლია მთელი ღამის განმავლობაში იტიროს. ქალების 10-15% კი განიცდის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. ამან ზოგიერთ ვარსკვლავსაც კი არ აუარა გვერდი – პრინცესა დიანას, ბრიტნი სპირსს, ბრუკ შილდსა და გვინეტ პელტროუს. ბრუკ შილდსმა წიგნიც კი დაწერა “როდესაც წვიმა დაიწყო, ჩემი მოგზაურობა მშობიარობის შემდგომ დეპრესიის ირგვლივ”, გვინეტმა კი ბლოგი შექმნა.


როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და

როგორ მოვიკრიბოთ ძალა, როდესაც ის იწურება?


               შეეცადეთ მოძებნოთ დამხმარე, თუნდაც კვირაში რამოდენიმე საათით, რომ გამოიძინოთ, წახვიდეთ სალონში ან ფიტნესს კლუბში. თუ ასეთი არ გყავთ, შეეცადეთ ბავშვი ააწყოთ დღის რეჟიმზე, ასე ბევრად გაგიადვილდებათ, თუ ძალა არ გყოფნით გაისეირნოთ უძილო ღამის შემდეგ,  პატარამ შეიძლება აივანზეც დაიძინოს, თქვენ კი, ამ დროს, ჭიქა ჩაი მიირთვათ და საყვარელ გადაცემას უყუროთ. როდესაც პატარას სძინავს, გადადეთ ყველა საქმე, წამოწექით თავად და დაიძინეთ. საქმე მოიცდის. მშობიარობის შემდეგ პირველი სამი თვის განმავლობაში, შეეცადეთ ააწყოთ დღის რეჟიმი, დაამყარეთ “დედა-ჩვილის” კავშირი, შეისწავლეთ თქვენი პატარის ჩვევები, დაარეგულირეთ ლაქტაცია.


            დამშვიდებასა და ძალების მოზიდვაში დაგეხმარებათ ფუტკრის რძისგან დამზადებული სამკურნალო საშუალება “აპილაკი გრინდექსი”, ფუტკრის  რძე ოდიდგანვე გამოიყენება მედიცინაში როგორც ვიტამინებით მდიდარი წყარო, მის შემადგენლობაში შედის ისეთი ვიტამინები, როგორიცაა А, В1, В2, В3, В5, В6, В8, В12, С, D, E, K; მაკრო- და მიკროელემენტები - K, Na, Ca, Mg, Fe, P, Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi;  აგრეთვე სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ის აუმჯობესებს განწყობას, ზრდის შრომისუნარიანობას, აქვს მატონიზირებელი მოქმედება, დედიკოს ეხმარება მშობიარობის შემდგომი სინდრომის გადალახვაში, აგრეთვე აპილაკი შეუცვლელია ლაქტაციის გაძლიერებისათვის.


            მშობიარობის შემდგომი სინდრომი 80 პროცენტ შემთხვევაში გრძელდება არაუმეტეს ორი კვირის მანძილზე. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს სრულიად ნორმალურია, “ბავშვთან ერთად, ხომ დედაც იბადება”, როგორც ბავშვი, ისე თქვენც უნდა მიეჩვიოთ თქვენს ახალ მდგომარეობას, ისწავლოთ ბავშვის გაგება, მასთან ერთ “ტალღაზე” ყოფნა. ეს ყველაფერი მოითხოვს დროს. ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს ირგვლივ ოჯახი შეიკრიბება, მაგრამ თუნდაც არ გყავდეთ დამხმარე, არ ღირს ცლემლებზე ბევრი დროის დაკარგვა, თქვენ ხელში ხომ ნანატრი პატარა გიჭირავთ, რომელსაც დიდხანს ელოდით!

გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.