Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

ვიტამინები ძუძუთი კვების დროს

ძუძუთი კვება –შემადგენლობით იდეალური და ბუნებრივი კვება ჩვილისთვის. ბრაუნის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფმა ბავშვებმა, აჩვენეს ტვინის განვითარების საუკეთესო მაჩვენებლები იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ შერეულ და ხელოვნურ კვებას.
    როგორ უზრუნველვყოთ ჩვილი რძის საკმარისი რაოდენობით? როგორ მოიპოვოს ახალგაზრდა დედამ თავდაჯერებულობა იმაში, რომ მისი რძე შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების საჭირო რაოდენობას? როგორ გააძლიეროს და შეუწყოს ხელი თავის საკუთარ ორგანიზმს? ჩვენ გვაქვს პასუხები ამ კითხვებზე!
ვიტამინები ძუძუთი კვების დროს

ძუძუთი კვების ძირითადი წესები


               ორსულობა – მღელვარე მოლოდინის ხანაა ყველა ქალისთვის. როგორ ჩაივლის მშობიარობა, ყველაფერი წესრიგში აქვს თუ არა პატარას, როგორ ვკვებოთ ძუძუთი სწორად – აი, მომავალი დედის ძირითადი საზრუნავი.


            და, აი, მშობიარობა უკან დარჩა, დედა ბედნიერია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა! სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოთ ჩვილის ძუძუთი კვება! ძუძუსთან ადრეული მიყვანა (მშბიარობის შემდეგ 2 საათის განმავლობაში) ახალშობილის ჯანმრთელობის საწინდარი და ძუძუთი კვების სწორი დასაწყისია.


            მოუარეთ ძუძუს თავებს სპეციალური მალამოებით, რომლებიც არ მოითხოვენ ჩამობანას, აგრეთვე დაიზილეთ მკერდი რბილი წრიული მოძრაობებით ძირიდან თავებისკენ.


            პატარას სიცოცხლის პირველ დღეებში შეეცადეთ არ აჭამოთ ბოთლიდან (მხოლოდ თუ  გირჩიათ ექიმმა) და არ გამოიყენოთ “მატყუარა”, ამან შეიძლება გამოიწვიოს რძის არასაკმარისი გამომუშავება და ბავშვის მიერ ძუძუს თავის არასწორი ჩადება.


            ლაქტაციის სტიმულირებისთვის საჭიროა ბავშვის ძუძუსთან ხშირი მიყვანა. ასევე, ძუძუთი კვების სპეციალისტები გვირჩევენ ერთად ძილს, რაც დედას დაეხმარება ჩვილთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებასა და კვების რეგულირებაში.


            სასურველია ძუძუთი კვებისთვის სახლში სპეციალური ადგილის გამოყოფა. ეს შეიძლება იყოს ბალიშებით მოწყობილი კუთხე საწოლზე, ან სავარძელი, სადაც ქალს შეუძლია განმარტოვდეს პატარასთან და აჭამოს მას.


            ასევე, საჭიროა მეძუძური დედა უზრუნველყოფილი იყოს ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით! მან მართლაც უნდა იკვებოს ორის მაგივრად, მაგრამ არა რაოდენობრივად, არამედ ხარისხობრივად! ახალი ხილი და ბოსტნეული, კენკრა, თხილი, რძის პროდუქტები, ხაჭო, უცხიმო ხორცი და თევზი აუცილებელია მის რაციონში.


რომელი ვიტამინებია აუცილებელი მეძუძური დედებისთვის?


            ყველა მეძუძური დედისთვის ცნობილია, რომ მისი რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი და შეიცავდეს ვიტამინებისა და მიკროელემენტების საჭირო რაოდენობას. სწორედ ამ მიზეზით ბევრ დედას ეპარება ეჭვი თავისი რძის შემადგენლობაში – საკმარისია თუ არა მასში სასარგებლო ნივთიერებები პატარას სრულყოფილი კვებისთვის.


            უპირობოდ, მეძუძურ დედას ესაჭიროება ისეთი ვიტამინები, როგორიცაა:


            ვიტამინი С – ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნას, აგრეთვე – ზრდის ორგანიზმის უნარს ებრძოლოს ანთებებსა და ინფექციებს;


            ვიტამინი В2 (რიბოფლავინი) – ვიტამინი, რომელიც უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის სწორ ფუნქციონირებას, რაც ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსის საფუძველია;


            ვიტამინები В3დაРР – აუმჯობესებენ სისხლძარღვების მუშაობას;


            ვიტამინი В9 (ფოლიუმის მჟავა) – საჭიროა ჩვილის შიდა ორგანოების სწორი ფორმირებისთვის;


            ვიტამინები A, D – აგრეთვე აუცილებელია პატარას სწორი ზრდისთვის და დედის ჯანმრთელობისთვის.  A – პასუხისმგებელია მხედველობაზე, D - ეხმარება კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას ორგანიზმში.


            მიკროელემენტი რკინა (Fe) პასუხისმგებელია სისხლის შემადგენლობაზე, რკინის სისხლში დაბალმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია და ბავშვი შეიძლება ჩამორჩეს განვითარებაში;


            იოდი (I) საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის და ჩვილის თავის ტვინის განვითარებისთვის.


            ცინკი (Zn) აქვეითებს კანის გამონაყრის ალბათობას ბავშვებში და უზრუნველყოფს წონის ნორმალურ მატებას;


            კალციუმი (Ca) ძალზედ მნიშვნელოვანია დედისა და ჩვილისთვის, აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისა და ზრდისათვის. თუ ეს მიკროელემენტი დედის რაციონში არასაკმარისად იქნება, მაშინ ძუძუთი კვებისას ის გამოირეცხება დედის ორგანიზმიდან, და ახალგაზრდა დედის თმებს, ფრჩხილებსა და კბილების ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება.


ვიტამინების ნაკლებობა იწვევს თუ არა ჰიპოგალაქტიას?


         სამწუხაროდ, სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების ნაკლებობამ მეძუძური დედის საკვებში, აგრეთვე- დაღლილობამ, დეპრესიამ, ნერვიულობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგალაქტია- დედის რძის რაოდენობის შემცირება.


            ამ დაავადების წარმოშობის განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენს საკეისრო კვეთით მშობიარე ქალები. ნაადრევი მშობიარობა და ზოგიერთი სხვა ფაქტორები, ასევე ზრდიან რისკს.


            თუ შეგიმცირდათ რძის რაოდენობა, უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაადგენს ამის მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას. როგორც წესი, საჭიროა კომპლექსური მკურნალობა, რაც მოიცავს ძუძუთი კვების ძირითადი წესების დაცვას და  სპეციალური პრეპარატების დამატებას.


            ლაქტაცის სტიმულირებისათვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი პრეპარატია- “აპილაკი გრინდექსი”, რომელიც ფუტკრის რძის დედოზეა დამზადებული.


            ფუტკრის რძე წარმოადგენს მთელი რიგი ვიტამინების (А, В1, В2, В3, В5, В6, В8, В12, С, D, E, K), მაკრო და მიკროელემენტების K, Na, Ca, Mg, Fe, P, Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (მაგ, ე.წ. სიცოცხლის გამახანგრძლივებელი იუვენილური ჰორმონის) წყაროს, რაც აუცილებელია მეძუძური დედისათვის და ბავშვისათვის.


            სრულფასოვანი ბუნებრივი ძუძუს რძე საჭიროა პატარას ჯანმრთელი კვებისა და განვითარებისათვის. თავდაჯერებულობა, ძუძუთი კვების ძირითადი წესების დაცვა და სიმშვიდე დაეხმარება მეძუძურ დედას ლაქტაციის მოწესრიგებაში და საჭირო ნივთიერებებით საკუთარი ორგანიზმისა და რძის განმდიდრებაში.

გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.