Georgia
“მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ “მშობიარობის შემდგომი სინდრომი”. როგორ “დავუბრუნდეთ ცხოვრებას” სწრაფად მშობიარობის შემდეგ
ორსულობის მთელი ცხრა თვე ველოდებით პატარას დაბადებას. წარმოვიდგენთ, თუ როგორი იქნება ის, გვიხარია, როდესაც პირველად ვხედავთ მის გამოსახულებას ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, ზედმიწევნით ვასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, ვცდილობთ არ ვინერვიულოთ, დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე.
დეტალურად
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
დეტალურად
მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა? მეძუძური დედის დიეტა: რა შეიძლება და რა - არა?
ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დეტალურად

ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება – ბუნების სრულყოფილი და განუმეორებელი საჩუქრებია.
    ხშირად, ძუძუთი კვება ახალგაზრდა დედებში მრავალ კითხვას იწვევს. ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა!
ძუძუთი კვების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ძუძუთი კვების სარგებელი


               ძუძუთი კვება ბუნებრივია, ე.ი. – ბავშვის კვების სწორი წყაროა. ბავშვი დედის რძესთან ერთად ღებულობს ზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის ყველა საჭირო მიკროელემენტებს, ვიტამინებს, ჰორმონებს, იმუნოგლობულინსა და მრავალ სხვა შეუცვლელ ნივთიერებას. მაგრამ გიფიქრიათ იმის შესახებ, რომ ძუძუთი კვება ბავშვისთვის არამხოლოდ კვებაა?


            ძუძუთი კვება - დედობის ერთ-ერთი საფუძველია. ნაზი მოფერება, ბედნიერების ჰორმონები, ბავშვის უსიტყვოთ გაგება – აი, რას ღებულობს მეძუძური დედა.


            პატარას უვითარდება დაცულობის, დედასთან შერწყმის გრძნობა. ბავშვი იზრდება მშვიდად, დარწმუნებული ამ სამყაროში თავისი არსებობის საჭიროებასა და მნიშვნელობაში.


            ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს რაც შეიძლება დიდხანს ვკვებოთ ბავშვი ძუძუთი. მინიმალური რეკომენდებული ვადა – 6 თვეა.           ძუძუთი კვებაზე მყოფი პატარები, უფრო იშვიათად ავადდებიან და ნაკლებად უვითარდებათ ისეთი იმუნური დარღვევები, როგორიცაა ალერგია და ბრონქული ასთმა.


            გარდა ამ უპირატესობებისა, ბუნებრივ კვებაზე  მყოფი ბავშვები უფრო სტაბილურები არიან ემოციურად, ვინაიდან ცენტრალური ნერვული სისტემა მათ უფრო სწრაფად უვითარდებათ, და ისინი უფრო სწრაფად ადაპტირდებიან სოციუმში.


            მეძუძური დედები, აგრეთვე, გრძნობენ სიხარულსა და ბედრნიერებას, მათთვის ხომ ასე მნიშვნელოვანია საკუთარი შვილისთვის იყო მთავარი და შეუცვლელი!


ძუძუთი კვების უარყოფითი მხარე: სიმართლეა თუ მითი?


            ზოგიერთი დედა თვლის, რომ ძუძუთი კვებას გააჩნია თავისი მინუსები. რა თქმა უნდა, დაღლილობა, გამოწვეული  ხშირი, მათ შორის ღამის, კვებით, ნეგატიურად მოქმედებს ქალის ზოგად მდგომარეობაზე. მუდმივი დაღლილობა და ძილიანობა ხშირად მეძუძური დედების მეგზურები ხდებიან.


            ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, კბილების დაზიანება, აგრეთვე ითვლება ძუძუთი კვების შესაძლო არასასურველ შედეგად.


როგორ გავხადოთ ძუძუთი კვება ქალისთვის უსაფრთხო?


               საბედნიეროდ, ამ ნეგატიური მომენტის თავიდან აცილება ადვილად შესაძლებელია, თუ საკუთარ ორგანიზმს შიგნიდან გავამაგრებთ.


            აქტივობის დაბრუნებაში, ცხოვრების ტონუსის ამაღლებასა და დედის რძის ხარისხისა და რაოდენობის მომატებაში დაგვეხმარება პრეპარატი “აპილაკი გრინდექსი”, რომელიც დამზადებულია ფუტკრის რძის დედოსგან (აქედან მოდის სახელწოდებაც, ლათინურად “აპის”  ფუტკარს, “ლაკ” – რძეს ნიშნავს).


            ფუტკრის რძის დედო– უნიკალური, “სამეფო” საჩუქარია, რომელიც ჩვენ ბუნებამ გვიბოძა.         მის შემადგენლობაში აღმოჩენილი А, В1, В2, В3, В5, В6, В8, В12, С, D, E, K ვიტამინები, მაკრო- და მიკროელემენტები K, Na, Ca, Mg, Fe, P, Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi, აგრეთვე – სხვა მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერები, სიცოცხლის გამახანგრძლივებელი იუვენილური ჰორმონისჩათვლით, უზრუვნელყოფენ ძალების ბუნებრივ აღდგენას და აძლიერებენ ლაქტაციას.

            თუ მეძუძური დედა აპილაკის მიღებას შეათავსებს სწორ კვებასთან, სუფთა ჰაერზე გასეირნებასა და პოზიტიურ განწყობასთან, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას: ძუძუთი კვების უარყოფითი მხარეები მისთვის მითათ იქცევა, დედობის სიხარული და ჯანმრთელი პატარა კი – რეალობად!

გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას,
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.