ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას
ფუტკრის რძე - უძვირფასესი პროდუქტია, შექმნილი თვით ბუნებით. ის პოლივიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საგანძურია. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, როგორიცაა ბიოტინ-კოფერმენტი ღ და პანტოტენის მჟავა - ვიტამინი B5. მათი წყალობით ხდება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება. აგრეთვე, ფუტკრის რძე შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქსოვილური მეტაბოლიზმის პროცესებში.
ფუტკრის რძე – ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ბიოლოგიური სტიმულატორია.